26-27 ნოემბერს თბილისში, საგამოფენო კომპლექს Expo Georgia-ში საქართველოს ენერგეტიკის რიგით მესამე გამოფენა და ფორუმი GEEF2026 გაიმართება.
ფორუმი, რომელიც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციისა და Expo Georgia-ს ერთობლივი პროექტი გახლავთ, ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ექსპერტებს.
ღონისძიების ფარგლებში განსახილველი ძირითადი საკითხებია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და განვითარების სტრატეგია, ენერგეტიკის სექტორის ტექნოლოგიები, საინვესტიციო გარემო და სხვა.
რა მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის ფორუმს და რა ტენდენციებია დარგში?
სტუმრები: მაია მელიქიძე - GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი
ვაჟა ფანჩულიძე - RC Omza Ozer-ის მმართველი პარტნიორი






























