მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

26-27 თებერვალს უამინდობის გამო მღვიმეები იკეტება

მღვიმე

26-27 თებერვალს უამინდობის გამო მღვიმეები იკეტება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უამინდობის გამო, დროებით დაკეტილი იქნება: მარტვილის კანიონი, სათაფლიის ნაკრძალი, ნავენახევის მღვიმე და პრომეთეს მღვიმე.

ინფორმაციისთვის, თითქმის ერთი კვირაა აჭარაში, გურიასა და იმერეთში დიდთოვლობას ებრძვიან, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის ნაწილი დახმარებას ითხოვს. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 1 მეტრია. რთული ვითარებაა გურიაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ენერგოპროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების 8%-ს მიეწოდება, მათივე ცნობით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, სადაც 16 000 აბონენტს ელექტროენერგია შეფერხებულად მიეწოდება. მოსახლეობის ნაწილის ინფორმაციით, თოვლი მათ სახლებამდე აღწევს, ნაწილის სახლი ჩამონგრეულია. ირაკლი კობახიძემ დღეს ბრძანება გასცა, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. როგორც ირკვევა, ვერტმფრენებს სამაშველო პროცესები ჯერ არ დაუწყია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები