მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

26 ივლისს პარლამენტში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ

5d3870881461b
BM.GE
24.07.19 18:49
1776

პარლამენტში „რუსთავი2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ.

დვალი და აქიმიძე 26 ივლისს, 13:00 საათზე, საჯარო ფორმატში, დამოუკიდებელ დეპუტატებს ლევან კობერიძეს, ლევან გოგიჩაიშვილს, კობა ნარჩემაშვილსა და გედევან ფოფხაძეს შეხვდებიან.

როგორც კობერიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, “რუსთავი 2“-ის თემა დიდი ხანია კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს გასცდა და ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. დეპუტატის თქმით, სურვილის შემთხვევაში, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი მზად არის, იგივე ფორმატში “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მოუსმინოს.

“ჩვენი მიზანია პროცესის საჯარო სივრცეში განხილვა მოხდეს. თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ვალდებულებაა საკითხის საჯარო სივრცეში გამოტანა მოხდეს“, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

 

წყარო: ipn.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები