26 ივნისის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები.
11:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: გივი მიქანაძის, გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი სოსიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/71; 18.06.2025) განხილვა II მოსმენით, დაჩქარებული წესით; მომხსენებელი: გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.
11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით მათიკაშვილის, იოსებ ჯორბენაძის, აკაკი ალადაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტების.
11:15 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: განსახილველი საკითხები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, პაატა კვიჟინაძის, რამინა (რიმა) ბერაძის, ლევან მაჭავარიანის, ირაკლი ხელაძის, ბეჟან წაქაძის, დათო კოდუას, ზაზა ლომინაძის, შოთა ბერეკაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ანტონ ობოლაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, მარიამ ლაშხის, ვლადიმერ კახაძის, ზაალ მიქელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: აკაკი ალადაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ლევან მაჭავარიანის, თორნიკე ბერეკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ლევან მაჭავარიანის, მარიამ ლაშხის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; 4. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულებაში ცვლილების პროექტი; მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე; 5. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის დებულებაში ცვლილების პროექტი; მომხსენებელი: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.
11:30 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
15:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.


























