მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მთლიანად საქართველოში

26
25.05.24 16:04
305

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა საქართველოში ქვეყნდება, სადაც სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილი ღინისძიებებია დაანონსებული.

ახალქალაქი:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალქალაქში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

14:00-18:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

14:00-18:30 კვების სივრცე;

14:00-18:30 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

14:00-18:30 საბავშვო გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: ზღაპრის გმირების, ოჩოების და არლეკინების გასართობი პროგრამა, შეჯიბრი გიგანტური ბურთებით, კალიგრაფია, სახის მოხატვა;

14:00 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;

14:30 ანიმაციური საცეკვაო თამაში;

15:00 კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლებით;

16:30 საპნის ბუშტების შოუ;

16:45 საბავშვო გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან ერთად;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

17:15-19:00 ჯგუფი „ფრანი“.

ახალციხე:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალციხეში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

14:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

14:00-17:00 საბავშვო გასართობი პროგრამა: თამაშები, სამახსოვრო სუვენირების დამზადება;

14:00-18:00 მუსიკოსებისა და კოსტიუმირებული მსახიობების საზეიმო მსვლელობა;

14:00-17:00 დოკუმენტური კინოჩვენების სივრცე;

14:00-20:00 კულინარიის კუთხე;

14:00-17:00 კალიგრაფიის სივრცე, სამახსოვრო ბარათების დამზადება;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

14:00–20:00 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

17:30-18:30 მუსიკალური ჯგუფი „ოჩოს ქოხი“;

18:00–20:00 Dj გიგა პაპასკირი.

ქუთაისი:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

13:00–18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00–18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

13:00-18:00 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

13:00-19:00 კვების სივრცე;

14:00–18:00 ღია კინო-თეატრი;

13:00-17:00 საბავშო სივრცე, სახალისო თამაშები;

14:00-16:30 სპორტული შეჯიბრებები: ჭადრაკი, მშვილდის სროლა, ველოსიპედი. გამარჯვებულების დაჯილდოება;

13:00-15:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ი.კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი, ირინე ლომინაძის ხელმძღვანელობით;

19:00-21:00 ჯგუფი “ურსა“, კახაბერი და ხანუმები.

მცხეთა:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

13:00 ორკესტრის მსვლელობა;

13:00-17:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00-17:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

14:00-16:00 ქართლის ჯიშის ღვინოები, ღვინის სივრცეში სომელიეს თანხლებით;

13:00-17:00 საბავშვო სივრცე: ანიმატორები, გვირგვინების დაწნა, სპორტული თამაშები, საბავშვო ატრაქციონები, კედლის მოხატვა;

13:30–15:00 ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების კონცერტი;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა;

17:20 - სოფო გელოვანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, დათუნა სირბილაძე, ანი კეკუა, დათუნა მგელაძე, ეკა დოლიძე და ეთნო ჯაზ ჯგუფი "ირიაო".

ღონისძიების წამყვანი: ნანიკო ხაზარაძე

თელავი:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, თელავში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

13:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

13:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00-19:00 ავიაციის სივრცე: შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, საგამოფენო სივრცეები;

13:00/15:30/17:15 გიგანტური თოჯინა-პეტრე ოცხელის „მფრინავი“-ს და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;

13:00-18:00 საბავშვო გასართობი აქტივობები: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი აქტივობები, კონკურსები;

13:00-19:30 კვებისა და ტკბილეულის სივრცე;

13:00-19:30 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

13:30/14:10/16:00/17:35 DJ Roy Fitz;

14:00 თელავის დამეგობრებული ქალაქის, ბიბერახის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხალისე მეხანძრეთა ორკესტრი & ქართველი მოსიარულე დრამერების ერთობლივი პერფორმანსი;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

„თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა

კამერული გუნდი“ და ანსამბლი „მართვე“;

18:00-19:30 ბენდი „მიქსტურა“.

ხონი:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურის დაცვის სამინისტროს და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ხონში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

13:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

13:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00-18:00 საბავშვო სივრცე: ანიმატორები, სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა;

13:00-18:00 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

14:00-14:45 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;

14:45 – 15:15 საპატიო ხონელების დაჯილდოება;

15:00-16:00 სოლომონ მეორის მოტივებზე იმერული სადღესასწაულო სუფრა, ესმა კუნჭულიას ხელმძღვანელობით;

15:15-17:00 ნათია და თათია დევდარიანები, ანა უზნაძე - ქართული ჰანგები გიტარის თანხლებით;

15:30–16:30 ქიმიური შოუ;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

17:30–19:30 ჯგუფი „ბანი“, ოთო ნემსაძე და ჯგუფი „ლიმბო“.

ზუგდიდი:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ზუგდიდში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

13:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

14:00-15:00 კოსტიუმირებულის მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;

13:00-18:00 ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცე: 3D მოდელები, ასაწყობი ფაზლი, რობოტები, გამოფენა;

14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

14:00-18:00 საბავშვო და სპორტული სივრცეები: ხის სანიშნეების მოხატვა, კალიგრაფიის აქტივობა, თიხის ქოთნების მოხატვა, სახის მოხატვა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, წიგნის სანიშნების დამზადება, არქეოლოგიური კუთხე, დრამერებსა და ოჩოების შოუ, ფეხბურთის და კალთბურთის კუთხე;

15:00-16:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი

16:30-16:40 კოსტიუმირებულის მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;

14:00-18:00 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

16:40-16:45 მუსიკალური პერფორმანსი „ჩიტების ცეკვა“;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ანსამბლი „შავნაბადა“;

17:15-17:20 ცეკვა ქართული, ზუგდიდის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი “იმედი”;

17:20-19:00 ნატო გელაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, სოფო ბედია, ბორის ბედია, ელენე ფოჩხუა, მარიტა როხვაძე, ვერიკო ტურაშვილი, ანსამბლი „ფორტე“, ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონი“.

ამბროლაური:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ამბროლაურში, დათუნა სხირტლაძის სახელობის სკვერში, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

14:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

14:00-18:00 საბავშვო აქტივობები: გააფერადე კავკასიური სოჭი, ღვინის ეტიკეტის შექმნა, პატარა მებაღეები, ლობიანის საჭრელებლის გამოთლა, თექისა და ფარდაგების დამზადება, ილუზიონისტის შოუ, დრამერების და ოჩოების შოუ, სახის მოხატვა და ყვავილების გვრიგვინების დამზადება;

15:00-16:40 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „იავნანა“, ამბროლაურის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ჯგუფი,ფოლკლორული ჯგუფი „სატრფიალო“, ანსამბლი „თამარისი“,ანსამბლი „თამარიძის პატარები“, დავით თორაძის სახელობის სკოლა, საგუნდო კლასი გოგონათა და ბიჭუნათა, ქორეოგრაფიული ანსამბლი „რაშოვდა“, ხალხულ საკრავთა ორკესტრი „ საპოვნელა“, ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრთან არსებული ჯოკია და გელა გუგავების სახელობის ფოლკლორული ანსამბლი „ლაგუშედა“, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკონცერტო პროგრამა, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლი;

16:40-17:00 კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ანსამბლი „რაჭა“

17:15-17:20 რაჭული ცეკვა „ფერხული“

17:20-19:00 ღამის შოუს ბენდი

მარნეული:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მარნეულში, “კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

12:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

12:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

12:00-18:00 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

12:00-18:00 საბავშვო სივრცე: ტკბილეულის კუთხე, სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები და თამაშები ანიმატორებთან ერთად, სპორტული შეჯიბრებები;

13:00-16:00 სახელოსნო: ორიგამის დამზადება და კალიგრაფიის შესწავლა;

13:00-16:00 საპნის ბუშტების შოუ;

13:30 მოსიარულე ორკსეტრის მსვლელობა;

14:00-16:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;

16:00-16:30 საბავშვო თეატრალური წარმოდგენა;

16:40 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ანსამბლი „ჰერიო“;

17:30-19:00 ბენდი „გუფი ლენდი“.

რუსთავი:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერსა და მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

14:00-14:30 კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;

14:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

14:00-17:10 შემოქმედებითი სივრცე: სახის მოხატვა, თაბაშირის ფიგურების მოხატვა, არქეოლოგიური გათხრები, ქართული მოზაიკის შესწავლა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, კალიგრაფიული ბარათების შექმნა, ილუზიონისტის წარმოდგენა, სპორტული შეჯიბრებები;

14:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

16:30-17:10 კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ფოლკლორული ანსამბლი „ თუთარჩელა“;

17:30-21:00 ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი;

კოსტავას გამზირზე მოწყობილ სცენაზე:

21:30 დრამერების ჯგუფი "არტ ლაიფი";

22:00-23:00 ბენდი „გუფი ლენდი“.

მესტია:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მესტიაში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

14:00-15:30 ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი;

14:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

14:00-19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

14:00-19:00 კვების სივრცე: ადგილობრივი მზარეულის მიერ დამზადებული

ქართული კერძები;

14:00-19:00 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

14:00-17:00 საბავშვო და ახალგაზრდული სივრცე, ხელნაკეთი ნივთების დამზადება;

16:00-17:00 ცეკვის აკადემია ‘სუხიშვილები“

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

მესტიის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“;

17:30–19:00 თიკა ჯამბურია, კახა კუხიანიძე, თამუნა ამონაშვილი და ჯგუფი ‘’ქუჩის ბიჭები’’.

ოზურგეთი:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

14:00–18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

14:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

14:00-20:00 საბავშვო სივრცე: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, გასართობი თამაშები;

14:00-18:00 მცენარეების მოვლის შესწავლა, დარგვისა და გადარგვის აქტივობები;

14:00–18:00 კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;

14:00-18:00 კულინარიის კუთხე;

14:00-18:00 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;

14:00-18:00 ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია;

14:00-15:00 საბავშვო სპექტაკლი ზღაპრის გმირების მონაწილეობით;

15:00–18:00 ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

20:30–22:00 მასტერი, ბენდი „რეზო და ბავშვები“.

ფოთი:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს საზღვაო აკადემიის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ფოთში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

13:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

13:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00-19:00 საზღვაო აკადემიის სივრცე: შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, საგამოფენო სივრცეები;

13:00/15:30/17:00 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;

13:00-18:00 საბავშვო გასართობი აქტივობები: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი აქტივობები, კონკურსები, არქეოლოგიური გათხრა, გიგანტური გასაფერადებელი, მხიარული სტარტები;

13:00-19:30 კვებისა და ტკბილეულის სივრცე, დეგუსტაციები;

13:00 - 19:00 ციფრული მმართველობის სააგენტოს კუთხე, ციფრული თამაშები;

13:00-19:30 საქართველოს ეროვნული არქივის უნიკალური მასალების გამოფენა "რაც გვეამაყება და გვაერთიანებს", "უცნობი ფაქტები ფოთზე" , "ფოთი პირველი ევროპული ქალაქი", "სპორტი";

14:00 / 16:00 თოჯინების თეატრის წარმოდგენები;

14:30/16:30 თითების თეატრის წარმოდგენა;

15:00 თეატრალური წარმოდგენა "არგონავტები"

17:15 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ანსამბლი "დიდგორი"

17:45 -19:15 ნუკრი კაპანაძე, ბესო კალანდაძე, ნათია პერანიძე, მაგდა ნიკოლკეიშვილი, მანანა თოდაძე, ლიკა დოლიძე, დავით არჩვაძე, ანსამბლი „დიდგორი“, „ჩვენი კვარტეტი“;

გორი:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფოსტისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გორში, ცენტრალურ მოედანზე, გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.

13:00-19:00 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოფენო და ინტერაქტიული სტენდები: საპასპორტო კონტროლი, პოლიციის ფორმების ევოლუცია, მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო სტენდი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის სტენდი;

13:00-19:00 საქართველოს ფოსტის სივრცე: შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, საგამოფენო და ფოტო სივრცეები;

13:00-18:00 საბავშვო გასართობი აქტივობები: ანიმატორები, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი აქტივობები, კონკურსები, მხიარული სტარტები, სახელოსნოები, ქვიშის მოედანი, საბავშვო კინოთეატრი, კოსტიუმირებული ბუშტების შოუ, დრამების მსვლელობა, კალიგრაფიის გადაწერა და სამახსოვრო ბარათების დამზადება;

13:00-19:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

13:00-19:30 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

13:00-19:30 კვებისა და ტკბილეულის სივრცე;

13:00-15:00 ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

გორის ქალთა კაპელა;

18:00-19:30 „დუეტი ჯორჯია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები