მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

26 მაისისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის მოცულობა ₾3.5 მლნ-მდე გაიზარდა

დამოუკიდევლობის დღე

მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 26 მაისის ღონისძიებებისთვის გამოსაყოფი თანხის მოცულობა გაზარდა. ამის შესახებ ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებიდან ირკვევა.

8 მაისით დათარიღებულ დოკუმენტით ცვლილება შევიდა 1 მაისი 727-ე განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც, 26 მაისის ზოგიერთი ღონისძიების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროს 2.9 მლნ ლარი გამოეყოფოდა.

8 მაისის 772-ე განკარგულებით კი სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხა 3 549 000 ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 649 000 ლარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის არის განკუთვნილი.

მთავრობის მიერ 2025 წლის 15 აპრილის 657-ე განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის გამოიყო.

26 მაისის ღონისძიებების სამოქმედო გეგმის მიხედვით კულტურის სამინისტრომ 17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს თბილისში პრეზიდენტის სასახლესთან და მის მიმდებარედ საზეიმო აღნიშვნა უნდა უზრუნველყოს. თბილისში გალა-კონცერტის ორგანიზება და სატელევიზიო ეთერის უზრუნველყოფას კულტურის სამინისტროს ევალება.

როგორც სამოქმედო გეგმიდან ირკვევა, წელსაც თბილისსა და სხვა ქალაქებში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე და ხუთ მუნიციპალიტეტში ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

ამასთან, როგორც ჩანს, მთავარი საგამოფენო სივრცეები, წელს, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის ქუჩისა და მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. კერძოდ, როგორც განკარგულების ტექსტშია აღნიშნული, დაგეგმილია ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებითი-გასართობი სივრცეების მოწყობა. 17:10 საათზე, როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაგეგმილია პრეზიდენტის სასახლესთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო აღნიშვნა.

თბილისი დროშებითა და ბანერებით გაფორმდება, მოირთვება 9 აპრილის სახელობის ბაღი. განათდება თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდიც საქართველოს დროშის ფერებში.

თბილისში დაგეგმილია გალა-კონცერტიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები