საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 26 მაისს საქართველოს 7 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვევა, მათ შორის იქნება ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთისა და სლოვაკეთის პირველი პირები.
ამავდროულად ჩამოვლენ 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაციის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშილი აცხადებს, ასეთი მაღალი რანგის სტუმრები საქართველოს ერთდროულად არასდროს ჰყოლია და ამიტომაც წლევანდელი 26 მაისის ღონისძიება განსაკუთრებული იქნება.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დღეს საქართველოში ფუძნდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ცნობილი ეკონომიკური ფორუმი krynica-ის ბრენდი და ამ ფორუმს საზეიმოდ გახსნიან საქართველოს, პოლონეთის, სლოვაკეთის პრეზიდენტები და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს ინიციატივა კი ქვეყნანას მოუტანს უფრო მეტ პოპულარობას და დაეხმარება უფრო მეტი ევროპელი ინვესტორის მოზიდვაში.