26 ნოემბერს მსოფლიო ზეთისხილის დღეს აღნიშნავს. როგორ იქცა საქართველოში ოდესღაც თითქმის უცნობი აგრარული მიმართულება მზარდ ინდუსტრიად, რომელიც დღეს ადგილობრივ წარმოებას, ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებასა და საექსპორტო პოტენციალს აერთიანებს? ქართული ზეთისხილის ინდუსტრიის აღორძინება გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება. 2009 წელს დაწყებული ინიციატივა დღეს უკვე 2 500 ჰექტარზე მეტ ბაღს, თანამედროვე საწარმოსა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ამბიციას აერთიანებს.






























