მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

26 თებერვალს, მამუკა ხაზარაძე TBC ბანკის საქმის დეტალებს პარლამენტარებს გააცნობს

5c6e48b8eec5d
თელარა გელანტია
21.02.19 10:41
790
TBC ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის მზადაა, 26 თებერვალს, TBC ბანკის საქმის დეტალები პარლამენტარებს გააცნოს.

ამის შესახებ ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სადაც ნათქვამია, რომ ის ბანკს ტოვებს.

„იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი.

იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა. სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, - წერს ხაზარაძე.

ამავდროულად, ცნობილი ხდება, რომ TBC ბანკი ეროვნულ ბანკთან სამართლებრივ დავას წყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები