TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში მოუსმენენ.
კობა გვენეტაძის მოხსენება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 26 თებერვალს, 12:00 საათზეა დაგეგმილი.
გარდა “თიბისი ბანკის“ თემისა, გვენეტაძე 1 იანვრიდან ამოქმედებული საფინანსო რეგულაციების შესახებაც ისაუბრებს.
ცნობისთვის: 26 თებერვალს, TBC ბანკის საქმის დეტალებს პარლამენტარებს მამუკა ხაზარაძეც გააცნობს.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
„იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა. სამშაბათს (26 თებერვალი) როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას. ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში“, - წერს ხაზარაძე.
ამავდრულად, ცნობილი ხდება, რომ TBC ბანკის ეროვნულ ბანკთან სამართლებრივ დავას წყვეტს.

























