26 თებერვლის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
14:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში;
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (Interparliamentary Assembly on Orthodoxy (I.A.O.) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში;
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში;
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში;
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში;
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში;