"27 000-მდე პოტენციური მსესხებლიდან გალარების პროგრამით 5092-მა ისარგებლა", - ამის შესახებ ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა ცუცქირიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძის ინფორმაციით, ჯამურად სულ 71 მლნ დოლარია გალარებული, რაც წინასწარ პროგნოზირებული თანხის 18%-ს შეადგენს.
"5100-მდე ადამიანი პროცენტურლად გადამლარებელი ადამიანების 19%-ია, რაც ცოტა ნამდვილად არაა. თავდაპირველად აქტივობა ნაკლები იყო და გამოითქვა, მოსაზრება, რომ პროგრამა კოლაფსს განიცდიდა, რაც არასწორი იყო. ადამიანები დარწმუნდნენ ფინანსური სტაბილიზაციის შეუქცევადობაში და ლარის როგორც ალტერნატივის მნიშვნელობაში. ლარზე მოთხოვნის შექმნა და მასზე სტიმულირება უმნიშვნელოვანესი პოზიტიური ტრენდია", - განცხადა ცუცქირიძემ.
გოგიტა ცუცქირიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბანკების მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პროგრამის მეორე ეტაპზე კომერციული ბანკები ეროვნულ ბანკთან ერთად მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ.

























