27 და 28 აპრილს 12.00-დან 17.00 საათამდე უკრაინული სახლი თბილისში, სამაიას ბაღში საგაზაფხულო წინასააღდგომო ბაზრობას უმასპინძლებს.
ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება 32 უკრაინელი მეწარმის მიერ დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია: ტკბილეული, უკრაინული პასკა და კიევური ტორტები; ტრადიციული უკრაინული რეცეპტებით დამზადებული ნახევარფაბრიკატები; ხელნაკეთი სუვენირები; უკრაინელი ოსტატების მიერ შექმნილი სამკაულები; სააღდგომო აქსესუარები და მრავალი სხვა.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ბაზრობის მიზანია საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების ეკონომიკური მხარდაჭერა და ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
"ბაზრობის ორგანიზატორია ქართულ-უკრაინული პლატფორმა. უკრაინული სახლი თბილისში არის ქართულ-უკრაინული პლატფორმის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში და გერმანიის მთავრობა. ყოველდღიურად უკრაინული სახლი ასობით უკრაინელს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს, მათ შორის ქართული და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, საინფორმაციო ჰაბი, ფსიქოლოგიური დახმარება დიდებისთვის და მოზარდებისთვის, უკრაინული ბიბლიოთეკა, უკრაინული კლუბი და ა.შ", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.