მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27-28 თებერვალს დიზაინის ინსტიტუტში სოციალური დიზაინის დღეები გაიმართება

27-28 თებერვალს, დიზაინის ინსტიტუტში სოციალური დიზაინის დღეების რიგით მესამე სერია გაიმართება - ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ადამიანებზე ორიენტირებულ, ინკლუზიურ და ხელმისაწვდომ დიზაინს დაეთმობა. ღონისძიება 30-ზე მეტ მომხსენებელს საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან გააერთიანებს. ორი დღის განმავლობაში დაგეგმილი ლექციები, პანელური დისკუსიები, სამუშაო სესიები და კვლევითი პრეზენტაციები მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ხელმისაწვდომი ციფრული პროდუქტები, დიზაინის სოციალური გავლენა, სასწავლო გარემოს დიზაინი, ტექნოლოგია, ეთიკა თუ ციფრული კეთილდღეობა.

სტუმრები: ნინო ეგაძე - "დიზაინის ინსტიტუტი", ხელმძღვანელი;

ერეკლე ინაშვილი - დიზაინის სტრატეგი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები