მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 მაისიდან 8 ივნისამდე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

გზა
26.05.25 14:50
1210

27 მაისიდან 8 ივნისამდე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ27-კმ35 მონაკვეთზე არსებულ საგარეჯოს შემოსავლელ მონაკვეთზე ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოებისათვის წესდება.

"2025 წლის 27 მაისიდან 8 ივნისამდე პერიოდში, აღნიშნულ მონაკვეთზე სავალი ნაწილი შევიწროვდება ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე და გამაგრებულ გვერდულზე (ორივე მიმართულებით).

საავტომობილო გზაზე შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე და გამაგრებულ გვერდულზე (ორივე მიმართულებით)", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები