27 მარტს დაგეგმილი ღონისძიებების სია შემდეგია:
10:00 საათზე, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება.
11:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ მოსმენა;
მომხსენებლები: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო საქართველოს ეროვნული ბანკი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ კვირას პრესკლუბში "საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების" აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო პაპავას და ამავე გაერთიანების თავმჯდომარის, მიხეილ თეთრუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: "თაფლის ბაზარზე არსებული ვითარება: როგორ მოსავალს ელიან მეფუტკრეები. როგორია ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი წელს, რა პერსპექტივებია ევროკავშირის ბაზარზე, სადაც თაფლის კვლევას ახალი მეთოდებით აანონსებენ. თაფლის ხარისხი - გამოვლენილი დარღვევები და ანტიბიოტიკების შემცველობის კუთხით არსებული მდგომარეობა."