27 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:
- ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2026 წლის სექტემბერი);
- საჯარო ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების დაწესებულებების მაჩვენებლები (2026/2027 სასწავლო წელი);
13:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ქვემო ქართლის მხარეში გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის წარდგენა; მომხსენებელი: რევაზ სოხაძე - საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
15:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ პეტიციაზე (1-11171/26; 24.11.2026) მხარდამჭერთა ხელმოწერების ნამდვილობის შესწავლის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: დავით მათიკაშვილი.





















