როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, "ოჯახები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბინაში, თუმცა სხვადასხვა ბიუროკრატიული მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა მათი დაკანონება".
„ოჯახები დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ საკუთარ სახლებში, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ მათ დაკანონებას. დღეს 27 ოჯახს გავაბედნიერებთ და მათ დაუკანონდებათ ის საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. 27 ოჯახიდან 22 ცხოვრობს მუხაძის ქუჩის მიმდებარედ, დანარჩენი 5 კი - სხვადასხვა ადგილზე. მინდა მივულოცო ამ ოჯახებს, რომ მათ უკვე საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ფართები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ“, - აღნიშნა მერმა.

























