მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"27 ოქტომბერი მასწავლებლის დღე იქნება, ღვაწლმოსილი მასწავლებლები დაჯილდოვდებიან"- მთავრობა

სკოლა უნივერსიტეტი გამოცდა
BM. GE
30.08.23 15:52
64

საქართველოს მთავრობა 27 ოქტომბერს პედაგოგის დღეს დააწესებს, შესაბამისი დადგენილების შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მსჯელობდნენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს 10,000 ლარის პრემია გადაეცემათ. 

"ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად, ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით,"- ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები