მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

27 სახეობის "ჭყვიტი" საცალო ქსელში გაიყიდება

5b348f63c6047
მაია ბიწაძე
28.06.18 11:30
1928
ბაგრატ მეზურნიშვილის საავტორო პროდუქტი "ჭყვიტი" მალე საცალო ქსელში გაიყიდება, როგორც მეწარმემ Bm.ge-ს განუცხადა, მოლაპარაკებებს საცალო ქსელებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ამჟამად აწარმოებს. ბაგარატ მეზურნიშვილი პროდუქტს ახალ საწარმოში დაამზადებს, რომელმაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლო შემოწმება ამ კვირაში გაიარა და დადებითი შეფასება მიენიჭა.

"უკვე მზად არის ლოგო, რომელსაც პროდუქტის შეფუთვაზე დავიტანთ. ამ ეტაპზე ეტიკეტზე დასაწერი ინფორმაციის დეტალებს ვაზუსტებ და "ჭყვიტი" შესაბამისი, სერტიფიცირებული შეფუთვით სარეალიზაციოდ მზად იქნება და კილოგრამი 100 ლარამდე ეღირება", - განაცხადა ბაგრატ მეზურნიშვილმა.

ბაგრატ მეზურნიშვილი "ჭყვიტის" ბრენდის ქვეშ 27 სახეობის რძის პროდუქტს აწარმოებს, რომლის დამზადების ტექნოლოგიაც თავად მოიფიქრა. ნაწარმს აჟამად საკუთარ მაღაზიაში ყიდის, რომელიც ტურისტულ უბანში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, ძირითადი მომხმარებლებიც სწორად უცხოელი ტურისტები არიან.

"ეს არის რძის პროპდუქტი, რომელიც რეალიზაციამდე მინიმუმ ოთხი თვის განმავლობაში ძველდება. ერთი სახეობის პროდუქტი მეორესგან გემოთი, შემადგენლობით, ფორმით, ვიზუალით განსხვავდება. პრუქტი შეზავებულია ღვინით, კაკაოთი, ნივრით, ზაფრანით და სხვა ინგრედიენტებით" - განაცხადა მეზურნიშვილმა.

როგორც ინდმეწარმე ამბობს, "ჭყვიტის" მიმართ უცხოელების ინტერესი დიდია და საჭირო ნებართვების მოპოვების შემდეგ, მას ექსპორტზეც გაიტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები