გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 თებერვალს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის მასებით და შავი ზღვის სამხრეთ დასავლეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთში უნალექოდ, აღმოსავლეთში ზოგან შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერი.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, დროგამოშვებით 32 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +9, +14°; მაღალ მთაში ღამით -11, -6°, დღისით +4, +9°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან შესაძლებელია თოვლი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -5, 0°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -11, -6°, დღისით -1, +4°, ზოგან +10°-მდე; მაღალ მთაში ღამით -13, -8°, ზოგან -18-მდე, დღისით -5, 0°,ზოგან +5 °-მდე.
სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +17°.
ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +18°.
ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +18°.
ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +17°.
ზუგდიდი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: + 17°.
ანაკლია: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +18°
ოზურგეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +17°.
ონი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +11°
გორი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +9°
ცხინვალი: უნალექოდ. ჰაერის ტემპ-რა: +8°.
თბილისი: შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +4°
მარნეული: შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტ-რა:+3°
რუსთავი: შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტ-რა:+4°
ახალციხე: უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +10°
ბორჯომი: უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +12°
ბაკურიანი: უნალექოდ. ჰაერის ტ-რა: +2°
სტეფანწმინდა: შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტ-რა: -3°
თელავი: შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ჰაერის ტ-რა: +3°