ზუსტად 27 წლის წინ ფილმი ტიტანიკი გამოვიდა, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეპოქალური ფილმია. კინემატოგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, თანამედროვე კინოს დასაბამია, რადგან მასში გამოყენებულ ტექნოლოგიებს, ვიზუალიზაციას, გრაფიკას, დღესაც იყენებენ ფილმების შექმნის პროცესში. ტიტანიკი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუს 2009 წლის ჩათვლით ატარებდა. ის ასევე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარია. ფილმმა განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მსახიობებს, მათთან ერთად კი მუსიკას - my heart will go on-ს, რომელიც წლებია - ჰიტად მიიჩნევა.