მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

28-29 ნოემბერს "ექსპო ჯორჯიაში" Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება

28-29 ნოემბერს, თბილისში, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში, გაიხსნება სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025. ეს პლატფორმა წლებია აერთიანებს სოფლის მეურნეობისა და კვების ინდუსტრიის ლიდერებს. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე კომპანია 6 სხვადასხვა ქვეყნიდან. დამთვალიერებლებს და დაინტერესებულ მონაწილეებს კი შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს მიღწევებსა და პროდუქციას.

სტუმრები: ლიკა ბახსოლიანი - MarMot-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლაშა დოლიძე - AZOT-ის მარკეტინგის დეპარტამენტი ხელმძღვანელი;

დავით მალაზონია - Proagro-ს დამფუძნებელი და დირექტორი;

იხეილ გაბუნია - AgroNova Ltd-ის მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები