მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

28 აპრილის ღონისძიებების ანონსი

ანონსი

28 აპრილის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

10:30 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (293/2-XIმპ, 08.04.2026) I მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.

10:45 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: განსახილველი საკითხები:

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (299/2-XIმპ, 22.04.2026) (სავალდებულო, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია;

2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რეკომენდაციები; მომხსენებელი: აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი პაატა კვიჟინაძე.

11:00 საათზე, ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.
თემა: „2015 წლის 25 დეკემბერს, თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის - გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმე“.

11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

15:00 საათზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. ტერიტორიული რეზერვი; მომხსენებელი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ გიორგაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები