მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

28 მაისის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
27.05.25 20:00
61

28 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

09:30 საათზე, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში" საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება. კონფერენცია ინკლუზიური ფინანსების ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

10:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ანგარიშის მოსმენა.

10:30 საათზე, „კურორტ მწერლებში“ „საქართველოში ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის დანერგვის მხარდაჭერის“ პროექტის დასკვნითი შეხვედრა ჩატარდება. 16:30 საათზე კი მონაწილეები მოინახულებენ პროექტის ფარგლებში დაბა სურამში სეპარირებული შეგროვებისთვის განთავსებულ ინფრასტრუქტურას. ღონისძიებას დაესწრებიან სლოვაკეთის გარემოსდაცვითი სააგენტოსა და სლოვაკეთის საელჩოს წარმომადგენლებიც.

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს: ყოველთვიური ენერგეტიკული სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის მარტი).

11:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით.

11:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, მარიამ ლაშხის, ირაკლი კირცხალიას, ლევან მაჭავარიანის, ვახტანგ თურნავასა და გიორგი ბარვენაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/59; 14.05.2025) (კომიტეტი წამყვანია, დაჩქარებული წესით, II მოსმენისთვის); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - მარიამ ლაშხი; პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, ა. შალუტაშვილი. ამობეჭდვა

11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ გიორგი მინდაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "საქართველოს ტურიზმის ასოციაციის" თავმჯდომარის, ნატა კვაჭანტირაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: "ზაფხულის ტურისტული სეზონი: რა ვითარებაა სექტორში ამ დროისთვის და როგორია მოლოდინები ზაფხულის სეზონისთვის".

16:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, დიასპორის დღის ფარგლებში, გაიმართება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიღება გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები