28 მაისს, 17:00 საათზე, ბათუმში 6 მაისის პარკის კოლონადებთან ბათუმელი მოსწავლეების "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ბათუმის მოსწავლეების პროტესტი გრძელდება!
გელოდებით, 28 მაისს, 17:00 საათზე, 6 მაისის პარკის კოლონადებთან, ერთად მოვაწყოთ მოსწავლეების ევროპული გაერთიანების მარში, რომლითაც სტუდენტურ აქციას და მასთან ერთად ნათელი და თავისუფალი მომავლისთვის თაობათა ბრძოლას შევუერთდებით!
გაერთიანებული ძალებით, ერთიანი მიზნისთვის კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ! ქალაქ ბათუმის მოსწავლეების ევროპული გაერთიანება მოგიწოდებთ: ქალაქ ბათუმის საჯარო თუ კერძო სკოლების თითოეულ მოსწავლესა და ჩვენს ქალაქში არსებული თითოეული სასწავლებლის თვითმმართველობებს, 28 მაისს, 17:00 საათზე, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ 6 მაისის პარკის კოლონადებთან და ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ და გავანადგუროთ ის ილუზია, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ მომავალს და გვიშენებს უტოპიურ „ოცნებებს“!თავისუფალი მოსწავლეებისა და გაერთიანებული სასაზოგადოების პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროპულ და თავისუფალ მომავალს.
დღეს დუმილი სირცხვილია! იბრძოლეთ თქვენთვის, ჩვენთვის და თავისუფალი მომავლისთვის! იბრძოლეთ ნათელი და ევროპული საქართველოსთვის! შემოუერთდით გაერთიანებული საქართველოს ისტორიის სწორ მხარესა და ნათელ მიზანს!
პროტესტს უერთდებიან (განახლებადი):
ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №3 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №4 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №6 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №7 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №9 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №13 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №14 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის №18 საჯარო სკოლა;
ქალაქ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა;
ქალაქ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია;
ქალაქ ბათუმის სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასი;
ქალაქ ბათუმის სკოლა ევრო - 2000",- ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.