გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 ნოემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოდასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში შესაძლებელია ქარბუქი. აღმოსავლეთში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სოხუმი: წვიმა. +7°.
ბათუმი: წვიმა. +10°.
ქობულეთი: წვიმა. +8°.
ქუთაისი: წვიმა. +7°.
ზუგდიდი: წვიმა. +7°.
ანაკლია: წვიმა. +8°
ოზურგეთი: წვიმა. +9°.
ონი: თოვლი. +3°
გორი: უმეტესად უნალექოდ. +7°
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. +6°.
თბილისი: უმეტესად უნალექოდ. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +9°
მარნეული: უმეტესად უნალექოდ. +9°
რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. +10°
ახალციხე: დილის საათებში თოვლი. +3°
ბორჯომი: დილის საათებში თოვლი. +3°
ბაკურიანი: დილის საათებში მცირე თოვლი. -2°
ახალქალაქი: დილის სთ-ში მცირე თოვლი. -3°
სტეფანწმინდა: უმეტესად უნალქოდ. -2°
თელავი: უმეტესად უნალექოდ. +9°