28 სექტემბერს, Rooms Hotel Batumi-ში Fuckup Nights Batumi-ის მესამე გამოშვება გაიმართება.
მარცხის ისტორიები - ბიზნესი საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემისთვის გააერთიანებს ბიზნესლიდერებს, სტარტაპებს, ინვესტორებს და დამწყებ მეწარმეებს, რათა გაიცნონ წარმატების ხშირად შეუმჩნეველი მხარე: წარუმატებლობა.
საერთაშორისო მოძრაობა "მარცხის ისტორიების" მიზანი წარმატებული ადამიანების წარუმატებელი გამოცდილებების გაზიარება და ახალგაზრდებისთვის შთაგონების წყაროსა და მოტივაციის მიცემაა.
Fuckups Nights-ის ფარგლებში აუდიტორიას თავიანთ ისტორიას 4 მოწვეული სტუმარი გაუზიარებს, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. სპიკერები იქნებიან:
● ვარლამ ებანოიძე - ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი
● ანა ავეჩბა- Ripple Space-ის დამფუძნებელი
● ნიკოლოზ ქევხიშვილი - Shinwood-ის დამფუძნებელი და "აქსელის" ინვესტორი
● გიორგი გოგლიძე - Bene Exclusive -ის გენერალური დირექტორი
მარცხის ისტორიები ჩატარდება "აქსელთან" (საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელთან) ერთად. ამ ორ ღონისძიებას ძირითადად ეყოლება საერთო აუდიტორია და სრული დღე დაეთმობა ბათუმის სტარტაპ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, სხვადასხვა ფორმატებში.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან Startup Büro და BENE Exclusive. მხარდამჭერები: LUSSO Luxury Auto Gallery, ბათუმის მერია, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, საქართველოს ეროვნული ბანკი, Loialte, GEC Consulting, Axel (საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი).
დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/DutzysQcHbK8Xx5C6