26 თებერვლის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური, Un-Habitat-თან ერთად, გამართავს ფორუმს „ადგილობრივი ნებაყოფლობითი ანგარიშის განვითარებისათვის“ (VLR ფორუმი). ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გახსნის.
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:
- სტატისტიკური პუბლიკაცია „კვარტალური ბიულეტენი, 2024.IV“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია);
- ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა (2024 წლის წლიური, 2024 წლის IV კვარტალი);
- ეკონომიკური ზრდის ტენდენციების წინასწარი შეფასება, ეკონომიკური სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის იანვარი);
- დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა (2024 წელი);
- სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები (2025 წლის იანვარი);
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები (2024 წელი);
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები (2024/2025 სასწავლო წელი);
11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა;
დღის წესრიგი: კომიტეტი იმსჯელებს, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტების: „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენით განხილვა;
12:00 საათზე, კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება..
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი გაბუნიასა და ნოდარ ტურძელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
14:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი.
15:00 საათზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი: 1. კომისიის მდივნის არჩევა; 2. კომისიის დებულების დამტკიცება; 3. 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებები და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ანალიზი.
12:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კონფერენციას თემაზე: „საქართველო და ევროკავშირი: ახლა საით?“ გამართავს.
14:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში, ორგანიზაცია „სასკოლო კლუბების ასოციაცია“ პროექტის - „თებერვლის გაკვეთილები 1921-2025“ შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
18:00 საათზე, „სიდას“ ორგანიზებითა და GeRaD-ის მხარდაჭერით, იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ექიმები, პაციენტები, პაციენტების ოჯახის წევრები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.