მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

28.2 მლნ დოლარით ტურიზმის განვითარების ფონდი TOP-ინვესტორების ათეულშია

5c126cc7443ab
თელარა გელანტია
13.12.18 19:50
996
საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ტოპ ინვესტორების ათეულშია.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურია და მას საქსტატი აქვეყნებს.

Bm.ge დაინტერესდა, ფონდის მიერ განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით.

ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის მესამე კვარტალში 28 200 000 აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, ხოლო მიმდინარე წლის ცხრა თვეში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობამ 62 705 000 აშშ დოლარი შეადგინა.

„ფონდის მიზანია, ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონებში, გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროექტების მხარდაჭერა, მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.

2018 წლის, დეკემბერის თვის მდგომარეობით, ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. პროექტები, რომლებიც ქ. თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხოციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა“, - აცხადებენ ფონდში.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 2016 წლის ოქტომბერში დაარსდა და დაარსებიდან დღემდე 258 927 035 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები