29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი შემდეგია:
10:00 საათზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი: კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა; სხდომაზე მოწვეულია ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით; სხდომის მიმდინარეობა სრულად გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხით და ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით. ასევე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და სოციალურ პლატფორმებზე.
11:00 საათზე, ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დენი, გაზი, წყალმომარაგება - გამოწვევები და პრობლემები, რაზე ჩივიან მომხმარებლები, რა დარღვევებია გამოკვეთილი, სანქციები და რა უნდა იცოდნენ მომხმარებლებმა.
11:30 საათზე, კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის შესაბამისად, საკონსულტაციო საბჭოების შექმნა; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია.
11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.


























