29 აპრილის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა; მომხსენებელი: კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია.
11:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (299/2-XIმპ, 22.04.2026) II მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
11:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (293/2-XIმპ, 08.04.2026) II მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: თამარ მახარაშვილი - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.
11:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (288/2-XIმპ, 08.04.2026) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო ენუქიძე; პასუხისმგებელი: ვ. ქარუმიძე, ი. ჩხენკელი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, ლევან მაჭავარიანის, ირაკლი მეზურნიშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, მარიამ ლაშხისა და თორნიკე ბერეკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (301/3-XIმპ, 22.04.2026) (კომიტეტი წამყვანია, II მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი მეზურნიშვილი; პასუხისმგებელი: თ. ჯაფარიძე, ი. ჩხენკელი.
11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (300/2-XIმპ; 22.04.2026) II მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი.
11:55 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
13:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (299/2-XIმპ, 22.04.2026) III მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.



























