მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

29 აპრილს, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

სარჯველაძე

ოთხშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ. როგორც შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მიხეილ სარჯველაძე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით წარდგება. პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყება.

უწყების ხელმძღვანელი პარლამენტში ინტერპელაციის წესით საპარლამენტო უმცირესობის „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა მოითხოვეს.

როგორც BM.GE-ის პარტიიდან აცნობეს, ჯანდაცვის მინისტრი უპასუხებს კითხვებს, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხის შესახებ, ასევე ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, შშმ პირთა ხელშეწყობის, ფარმაცევტული ბაზრის, DRG სისტემის, საქართველოდან საზღვარგარეთ მკურნალობის სტატისტიკის, ‎პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, მაღალმთიან სოფლებში ოჯახის ექიმების მწვავე დეფიციტის, ნარკომოხმარების საკითხების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები