29 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
09:30 საათზე, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC) ორგანიზებით 27-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყნიდან 400-ზე მეტი დელეგატი ესწრება.
10:30 საათზე, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Tower-ის საკონფერენციო დარბაზში, TBSC კონსალტინგის ორგანიზებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, საქართველოში ბეჭდვისა და შეფუთვის სფეროში ახალი პროექტის: „თანაბარი შესაძლებლობებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორებში“ პრეზენტაცია გაიმართება.
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:
- ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები (2024 წელი)
- აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლები (2024 წელი)
- ჯინის კოეფიციენტები (2024 წელი)
12:00 საათზე, სპორტის სასახლესთან კურიერები შეიკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობით პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციისკენ გაემართებიან. მთავრობის ადმინისტრაციაში წერილობითი სახით ჩააბარებენ მოთხოვნებს, რის შემდგომაც თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გააგრძელებენ.
14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.