მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024  გაიმართება

აგროექსპო
26.11.24 16:46
362

29 ნოემბერიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, „ექსპოჯორჯია“-ს ორგანიზებით სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის, საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 გაიმართება!

ეს არის ღონისძიება რომელზეც აუცილებლად უნდა მოხვიდეთ თუ ხართ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში, როგორც მცირე წარმოების ისე მსხვილი კომპანიების მფლობელები თუ წარმომადგენლები.

რა დაგხვდებათ ადგილზე?

სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა

სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები

სარწყავი სისტემები

სარგავი და სათესლე მასალები

სასუქი და პესტიციდები

კვების მრეწველობის პროდუქცია

გამოფენის მიზანია მონაწილე კომპანიებს ხელი შევუწყოთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო პარტნიორების პოვნაში და ახალი ბაზრების ათვისებაში, ამის ფარგლებში წელს პირველად USAID -ის სასოფლო-სამეურნეო ბაზრების დივერსიფიკაციის პროგრამის მხარდაჭერით გამოფენას ეწვევიან შემსყიდველები ინდოეთიდან, გამოფენის ფარგლებში ნუშის და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ წამყვან კომპანიებს ინდოეთიდან.

ნიდერლანდების საელჩოსთან და ლურჯი მოცვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 30 ნოემბერს გამოფენას ეწვევა ძალიან ცნობილი საკონსულტაციო კომპანია- „TWOWAYZ“ , სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი- EDWIN HUYBERS-, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჩაატარებს ვორქშოფების სერიას.

დასასწრებათ საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ამ ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeIns3SkGAN1AeAxFtpZzsstWl9277puaGJIkJNnzArpPnjag/viewform?usp=pp_url

კონფერენციის მხარდამჭერია TBC.

29 და 30 ნოემბერს 11-დან 17:00 საათამდე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა საინტერესო შეხვედრები და პანელური დისკუსიები, დასწრება თავისუფალია.

გვეწვიეთ, ექსპო ჯორჯიას მე 11 პავილიონში, წერეთლის 118,

სამუშაო საათები: 11:00-18:00

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები