კომპანია „მარტივი შესყიდვების“ მიერ ორგანიზებული „შესყიდვების კონფერენცია 2024“ გაიმართება 29 ნოემბერს, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ შესყიდვების სფეროს განვითარების მთავარი ტენდენციები, ინოვაციები და გამოწვევები. ღონისძიებას უმასპინძლებს The Biltmore Hotel Tbilisi და 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრება: შესყიდვების, ლოგისტიკის, საწყობის მართვისა და მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები.
ღონისძიების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, განავითაროს საქმიანი კავშირები და შესყიდვების პროფესიონალებს შესთავაზოს ახალი პერსპექტივები.
კონფერენციის თემატიკა შეეხება ორ მიმართულებას, პირველი - შემსყიდველების და შესყიდვების გუნდის განვითარება და ამისათვის საჭირო კომპეტენციები. მოწვეულნი არიან როგორც შესყიდვების, ასევე HR-ის და აკადემიური განათლების წარმომადგენლები.
ხოლო მეორე თემა, მოიცავს შესყიდვების და მიწოდების ჯაჭვის პროცესებს, ბაზრის სიახლეებს, ტენდენციებს და საუკეთესო პრაქტიკებს. მოწვეულნი არიან როგორც სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე შესყიდვების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, მათ შორის სტუმარი აზერბაიჯანიდან, რომელიც გააზიარებს როგორც აზერბაიაჯნში ასევე საქართველოში მიღებულ გამოცდილებას.
კონფერენციაზე დაგეგმილია:
- ინდივიდუალური პრეზენტაციები, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, უშუალოდ დაუსვან კითხვები სპიკერებს
- პანელური დისკუსია სხვადასხვა დარგის ექსპერტების მონაწილეობით
- საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება პარტნიორი კომპანიების პროდუქტები და სერვისები
ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან BDO Digital და Gianti Logistics, ხოლო პარტნიორები: Tenders.ge, Signify, GLG, Veli.store, ლურჯი ოკეანე, Imposti, ბია, IMEP, Sakura Properties, Business House, Lead, Aramex, Hotsale, Itrade, OfficeMart, TreeDesign.
მედია მხარდაჭერას უზრუნველყოფენ: BM.ge, Marketer, BPN და Palitra News.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: tkt.ge/ProcurementConference2024
ან რეგისტრაციის გავლით საშუალებით: https://bit.ly/4fiZlUA
ღონისძიების სხვა დეტალები: https://bit.ly/3NFh38J
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 599 80 35 30