მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

29 სექტემბერს დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

გზები
BM. GE
26.09.23 18:13
28

29 სექტემბერს დღის საათებში ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა იზღუდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 (სოფ. სასადილო-სოფ. სიონის გადასახვევი) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, 2023 წლის 29 სექტემბერს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები