მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

297 ახალი ინფიცირებული კვლავ აჭარაში გამოვლინდა - ვინ სად დაინფიცირდა?

5f76d63171a7f
ინგა მურუსიძე
02.10.20 11:25
629
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 453 ახალი ინფიცირებულიდან 38ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო მათგან 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მისივე ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე მყოფი 9 მოქალაქე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

„453 ახალი შემთხვევიდან 297 გამოვლინდა აჭარაში, თბილისში - 78, იმერეთში - 52, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში - 6-6 პაციენტი. ქვემო ქართლში და მცხეთა-მთიანთეში - 2-2 პაციენტი, კახეთში - 3 სამცხე-ჯავახეთში 1 ახალი შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ორი პაციენტი ქუთაისის საავადმყოფო „ბომონდში“ გარდაიცვალა, მათგან ერთი 78 წლის ქალი იყო, ხოლო 72 წლის მამაკაცი. ორივე მათგანს თანმდები ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები