საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC Georgia) 3-5 დეკემბერს, თბილისში, მაღალი დონის რეგიონალურ შეხვედრას მასპინძლობს სახელწოდებით: "ბიზნესის თანამშრომლობის ხელშეწყობა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ფართო რეგიონში".
შეხვედრა 3 - 5 დეკემბერს თბილისში სასტუმრო „ბილტმორში“, ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება, რომელიც მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე ვირტუალურ დასწრებას.
„საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC Georgia) სიამაყით აცხადებს, რომ 2025 წლის თბილისში უმასპინძლებს ICC-ის რეგიონალური საკონსულტაციო ჯგუფის (RCG) შეხვედრას ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (B-MENA) რეგიონის წარმომადგენლებისთვის.
„აღნიშნული მაღალი დონის შეხვედრა გააერთიანებს 45-ზე მეტ გამორჩეულ მონაწილეს, მათ შორის, ICC-ის გლობალურ გენერალურ მდივანს, ბ-ნ ჯონ დენტონს, პარიზში მდებარე ICC-ის სათავო ოფისის აღმასრულებელ პირებს, ასევე კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული ICC-ის ეროვნული კომიტეტების თავმჯდომარეებს, გენერალურ მდივნებსა და დირექტორთა საბჭოს წევრებს. ICC-ის რეგიონული საკონსულტაციო ჯგუფის (RCG) B-MENA შეხვედრაში მონაწილე ქვეყნები მონაწილეები წარმოადგენენ ICC-ის ეროვნული კომიტეტების მრავალფეროვან სპექტრს, მათ შორის სომხეთს, ბაჰრეინს, საქართველოს, ეგვიპტეს, ირანს, ერაყს, იორდანიას, ყირგიზეთს, ლიბანს, მონღოლეთს, მაროკოს, პაკისტანს, კატარს, საუდის არაბეთს, სირიას, ტაჯიკეთს, ტუნისს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, აზერბაიჯანს (ფორმირების პროცესშია) და უზბეკეთს (ფორმირების პროცესშია). ვინაიდან ICC საქართველოს თავმჯდომარე აგრეთვე არის ICC-ის რეგიონული საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარე და B-MENA რეგიონის კოორდინატორი, ეს ღონისძიება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში“, - ნათქვამია ICC Georgia-ს გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ძირითადი მონახაზი 2025 წლის 4 დეკემბრის დღის წესრიგი მოიცავს სტრატეგიული სესიების სერიას, რომელიც შემუშავებულია გლობალური ბიზნესისა და რეგიონული თანამშრომლობის კრიტიკული საკითხების გადასაჭრელად: სტრატეგიული სიახლეების განხილვა და დისკუსიები: ICC-ის ხელმძღვანელობით, მათ შორის გენერალური მდივნის მოადგილის ჯულიან კასუმის და სხვა ექსპერტების მონაწილეობით, ხსენებული აქტივობა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ფინანსური ინკლუზიურობა, FATF-ის სამუშაო ჯგუფის განვითარება, რეგიონული მიღწევები და ICC-ის ძირითადი ინიციატივები, მათ შორის, აგროსასურსათო ინიციატივა და დავების გადაწყვეტის სერვისები (DRS).
თანამშრომლობითი სესიები: ეროვნული კომიტეტები გაუზიარებენ ერთმანეთს მიღწევებს, განიხილავენ გამოწვევებს და შეისწავლიან თანამშრომლობით შესაძლებლობებს კოლექტიური გავლენის გასაძლიერებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ციფრული ვაჭრობა, ბიზნეს მთლიანობა და არბიტრაჟი. ფოკუსი პოლიტიკასა და ინოვაციებზე: ICC-ის 2026 წლის გლობალური პოლიტიკის სამუშაო ნაკადებთან დაკავშირებული ინიიციატივები, მათ შორის ციფრული ვაჭრობის ინიციატივები და წინადადებები ახალი კომიტეტების ჩამოყალიბების თაობაზე, როგორიცაა ICC სირიის გლობალური დაზღვევის კომიტეტი.
„ეს შეხვედრა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, გაძლიერდეს კავშირები კავკასიის, ცენტრალური აზიის, შუა აღმოსავლეთისა და ჩრ. აფრიკის რეგიონში ბიზნეს ლიდერებს შორის, რაც ხელს შეუწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და საერთო გამოწვევების ხაზგასმას ICC-ის გლობალური ქსელის მეშვეობით.
ჩვენთვის პატივია, ვუმასპინძლოთ გენერალურ მდივანს ჯონ დენტონს და ჩვენს პატივცემულ კოლეგებს თბილისში, სადაც ჩვენ ვითანამშრომლებთ ინიციატივებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ვაჭრობას, ინვესტიციებს, ინოვაციებს და დავების გადაწყვეტას ჩვენი ეკონომიკის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ფადი ასლიმ, ICC Georgia-სა და რეგიონალური საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარემ.
ღონისძიება თანხვედრაში მოდის ICC-ის მისიასთან, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს უზრუნველყოს მშვიდობა, კეთილდღეობა და შესაძლებლობები ყველასათვის. შეხვედრა ასევე მოიაზრებს ქსელური კავშირების დამყარების შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან პარტნიორობას გლობალურ ვაჭრობაზე გავლენის მქონე ცნობილ ბიზნეს ლიდერებს შორის.
ICC Georgia-ს შესახებ ICC Georgia არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში, რომელიც წარმოადგენს ქართული ბიზნესის ინტერესებს გლობალურ ასპარეზზე. როგორც მსოფლიოში უდიდესი ბიზნეს ორგანიზაციის ნაწილი, ICC Georgia მხარს უჭერს ღია ვაჭრობას, პასუხისმგებლიან ბიზნეს ქცევას და ეფექტური დავების გადაწყვეტას, რაც ხელს უწყობს რეგიონში ეკონომიკურ განვითარებას. საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) 170-ზე მეტ ქვეყანაში 45 მილიონზე მეტი ბიზნესის ინსტიტუციური წარმომადგენელია. ICC-ის ძირითადი მისიაა, ბიზნესი ყველასთვის, ყოველდღე, ყველგან იყოს ხელმისაწვდომი. ადვოკატირების, გადაწყვეტების და სტანდარტების დადგენის უნიკალური ნაზავის მეშვეობით, ICC ბაზარზე წამყვანი დავების გადაწყვეტის სერვისების მიწოდების გარდა, ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას, პასუხისმგებლიან ბიზნეს ქცევას და რეგულაციების მიმართ გლობალური მიდგომის ჩამოყალიბებას.




























