მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 ადგილი თბილისში, სადაც დღეს ცხოველებს ცოფზე უფასოდ აცრიან

ცხოველები
28.09.24 09:20
303

28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, ოთხ მისამართზე უფასოდ ჩაატარებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ:

  • 10:00-11:00 სთ - ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი (სავარჯიშო სივრცის მიმდებარედ);
  • 12:00-13:00 სთ - რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან);
  • 14:00-15:00 სთ - დედაენის ბაღი (სკეიტ პარკის მიმდებარედ);
  • 16:00-17:00 სთ - დიდი დიღომი, მირიან მეფის N39-თან მდებარე პარკი (ძაღლების სასეირნო სივრცესთან).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები