ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში დადიიან ავტობუსები, რომლებშიც მოქალაქეებს აცრა შეუძლიათ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღიურად ავტობუსებში 250-დან 300-მდე აცრა კეთდებოდა მაშინ, როცა ქალაქში მხოლოდ 3 ავტობუსი დადიოდა.
„როცა 3 ავტობუსი მოძრაობდა ყოველდღიურად იყო 250-დამ 300-მდე აცრა დღეში. შეიძლება მეტიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.




























