3 და 4 აპრილს თბილისში Touch Platform-ის ორგანიზებით, რიგით მესამე საერთაშორისო ციფრული დიზაინის ფესტივალი, Touch RGB გაიმართა. ორდღიანი სამიტის ფარგლებში დაიგეგმა 20-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერის გამოსვლა, 30-ზე მეტი თემატური სესია და 10 პრაქტიკული ვორქშოფი. ორგანიზატორების განცხადებით ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ეს არის სტრატეგიული პლატფორმა ცოდნის გასაღრმავებლად, პროფესიული კავშირების გასაფართოებლად და საერთაშორისო კონტაქტების დასამყარებლად, რაც მომავალში მსხვილ კოლაბორაციულ ბიზნეს-პროექტებში უნდა გადაიზარდოს.


































