მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 და 5 ნოემბერს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდება

6180fb8815114
ინგა მურუსიძე
02.11.21 12:51
641
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ92 მონაკვეთზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 3 ნოემბრის 00:00სთ-დან 5 ნოემბრის 00:00სთ-მდე, გვირაბის ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 5 ნოემბრის 00:00სთ-დან 7 ნოემბრის 00:00სთ-მდე, გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც bm.ge-ს გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

„ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა და მისი გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები