3-დან 7 ნოემბრის ჩათვლით თბილისში «Mercedes-Benz Fashion week» გაიმართება. თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში «MOMA” 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს 41 ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარმოადგენს. რამდენიმე დიზაინერმა ჩვენებებისთვის განხვავებული სივრცე აირჩია: მუსიკისა და დრამის, რუსთაველის და სამეფო უბნის თეატრები, მოსწავლე ახალგაზრდობის და ჭადრაკის სასახლეები, სასტუმროები «ბილტმორი», «Holiday inn”
და კაფე «ლოლიტა».
რამდენიმე წარმატებული მოდის კვირეულის შემდეგ თბილისი მსოფლიო მოდის დედაქალაქების სიას შეუერთდა და Mercedes-Benz Fashion week»-ის მსოფლიო კალენდარში შევიდა. ამ სიახლემ მოდის კვირეულში მონაწილე დიზაინერებსა და მოდელებს ახალი შესაძლებლობები მისცა. ისინი მონაწილეობენ პარიზისა და მილანის მოდის ჩვენებებში, მათი კოლექციები შოურუმებთან ერთად ამერიკული «Moda Operandi”-ს საშუალებით წარმატებით იყიდება მთელს მსოფლიოში. შესაბამისად სულ უფრო მზარდია დიზაინერების ინტერესი, კოლექციები სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში წარმოადგინონ. «Mercedes-Benz Fashion week Tbilisi”-ს ამ სეზონზე პირველად შემოუერთდნენ გიორგი შაღაშვილი, ლაკო ბუკია, სალომე ღვინიაშვილი, «Anouki” და სხვა.
4 ნოემბერს თბილისს «Mercedes-Benz»- ის კამპანიაში მონაწილე ცნობილი სახეები, ტალანტები ეწვევიან. თბილისი ბერლინის შემდეგ მეორე ქალაქია, სადაც ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის «fashion talk” გაიმართება. საჯარო მსჯელობის ფარგლებში ტალანტები ახალ საიმიჯო ფილმს წარადგენენ. კამპანიის „burning desires” დიზაინერი და სახე მსოფლიოში წარმატებული ქართველი დევიდ კომაა, მისი სამოსი მთავარმა გმირებმა ინგლისელმა მუსიკოსმა ელიოტ სამნერმა და გერმანელმა მოდელმა ლუსი ვონ ალტენმა მოირგეს.
ახალი სპორტული კუპეს CLA- ს ექსპრესიული დიზაინით შთაგონებულმა რეჟისორმა გადაწყვიტა ეკრანზე ცეცხლოვანი ვნება და გრძნობები გადმოეცა, ამიტომ კამპანიაში ცეცხლს და ენერგიას წელს განსაკუთრებული ადგილი უკავია.
ჩვენებების პარალელურად საინტერესო ვორქშოფები და გამოფენებია დაგეგმილი. თბილისში მასტერკლასს ჩაატარებს ცნობილი ფოტოხელოვანი ბრაიან გრიფინი. მოდის კვირეულის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინიბა მის მიერ 1989 წელს «Comme des Garçons»-ის თვის გადაღებული ფოტოსესია.
აღსანიშნავია, რომ როგორც წინა სეზონზე ამჯერადაც «Mercedes-Benz Fashion week»-ის ერთ-ერთი მთავარი მხარდემჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მეწარმეობის განვითარების სააგენტო, სწორედ აღნიშნული სააგენტოს დახმარებით საქართველოში ჩამოდიან გავლენიანი და მსოფლიოში ცნობილი მყიდველები ე.წ ბაიერები. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებს უცხოელი მყიდველები მუდმივად სტუმრობენ, რაც შემოქმედებითი ინდუსტრიის ფარგლებში, ხელს უწყობს ქართველი დიზაინერებისა და მათი პროდუქციის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციას. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერების პროდუქცია უკვე იყიდება ისეთ ტრენდულ და მოდის სამყაროში ცნობილ ვებგვერდებზე როგორიცაა Farfetch და Modaoprandi.
მთელი მსოფლიოდან თბილისში თავმოყრილ მოდის კრიტიკოსებს და ბაიერებს თავის კოლექციას, «Mercedes-Benz Fashion week»-ის გაცვლითი პროგრამის რჩეული, სლოვაკი დიზაინერი მირო საბო წარუდგენს. მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ თბილისშიც დასახელდებაბ ის დიზიანერი, რომელიც მონაწილეობას ასეთივე გაცვლითი პროგრამით სხვა ქვეყნის მოდის კვირეულში მიიღებს.
თბილისში «Mercedes-Benz Fashion week»-ს მსოფლიო მოდის ცნობილი ჟურნალები, ონლაინ გამოცემები და ტელევიზიები გააშუქებენ. წინა სეზონზე გამართულ მოდის ჩვენებებს 300-ზე მეტი პუბლიკაცია და რეპორტაჟი მოჰყვა. მოდის კრიტიკოსებმა თბილისს აღმოავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქი უწოდეს და ნიჭიერი დიზაინერების გასაცნობად თბილისისკენ ბილეთის ყიდვა ურჩიეს. Elle, Vogue, Grazia , Harper’s Bazaar, Online Forbes, Marie Claire ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ბლოგერები და რედაქტორები ნოემბრის დასაწყისში ისევ საქართველოს დედაქალაქში მოიყრიან თავს.
3 ნოემბერს 11:00-ზე სასტუმრო «Rooms»-ში მოდის სფეროთი დაინტერესებული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის დაგეგმილია პრესკონფერენცია. თბილისში სპეციალურად ამ ღონიძიებისთვის ჩამოსულ სტუმრებთან ერთად Mercedes-Benz Fashion week-ის ორგანიზატორი სოფო ჭყონია ახალი სეზონის გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრებს.
4 ნოემბერს 09:30-ზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება კვირეულის მთავარი ღონისძიება «Fashion talk». ცნობილი ქართველი დიზაინერი დევიდ კომა, ინგლისელი მუსიკოსი ელიოტ სამნერი და მოდელი ლუსი ვონ ალტენი ჟურნალისტებს შეხვდებიან.
„ Mercedes-Benz Fashion week Tbilisi“- ს პარტნიორები არიან: “კოკა-კოლა” , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

























