მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 ეტაპი: როგორ მოხიბლოთ ენჯელ ინვესტორი - ბრიჯიტ ბომანის რჩევები სტარტ-აპებს

5c07f14413cf1
ელენე კვანჭილაშვილი
05.12.18 20:10
1172
აქ მოყვანილი რჩევები ეკუთვნის ევროპის ტოპ-ათეულში შემავალ სტარტაპ და ვენჩურ კაპიტალისტ ქალს, ბრიჯიტ ბომანს - ევროპელი ბიზნეს-ენჯელების ქსელის ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც პირადად, 100-ზე მეტ კომპანიაში აქვს დაბანდებული ინვესტიცია და რომელიც დღეს ონლაინ-ენჯელ საინვესტიციო პლატფორმას, კომპანია Go Beyond -ს ხელმძღვანელობს.

პირველი ეტაპი - გუნდი: „როცა ვხვდები გუნდს, რომელმაც მიაგნო რეალურ პრობლემას და სრულიად ახალი მიდგომით აპირებს ამ პრობლემას შეეჭიდოს, თან სრულიად ახალი გზა აქვს მოფიქრებული ამ მიზნის მისაღწევად. თან, მარტო კი არ აპირებს ამას - ორი ან სამი მეწყვილე ჰყავს, რომლებიც თავიანთი უნარებით ავსებენ ერთმანეთს, ეს ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე“;

მეორე ეტაპი - საქმის მიმართ დამოკიდებულება: „ეს უნდა იყოს - ჩვენ აუცილებლად შევძლებთ! ასეთ დროს ვაკვირდები და ვხედავ, როგორ ყალიბდება სტარტ აპის იდეა ისეთ ბიზნესად, რომელიც იმუშავებს, არა მხოლოდ, ვთქვათ, საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც - რა თქმა უნდა, შთაბეჭდილებაც, შესაბამისად, დიდია“;

მესამე ეტაპი - შეთანხმება: „თუ ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენ იმაზეც ვთანხმდებით, თუ როგორ შემიძლია მე დავეხმარო მათ - მაშინ საქმე ნამდვილად დაიძრება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები