“სწორედ ქართული ოცნება იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს სამ ფუნდამენტურ საკითხს ჩვენი ქვეყნისთვის: ეს იქნება წვდომა უმაღლესი სტანდარტის განათლებაზე, წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე და ის, რომ თითოეულ ქართველ ღარიბ ოჯახს, რომელსაც რეალურად ჭირდება დახმარება, არასდროს არ იქნება საკვების პრობლემა”,- ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე მტკივნეული საკითხი დღეს სიღარიბეა.
“ეს არის სწორედ ის საკითხი, სადაც მე ვისურვებდი, რომ ყველაზე მწვავე კითხვები ისმოდეს ჩემს მიმართაც და ყველას მიმართ. იმიტომ, რომ ეს არის საერთო გამოწვევა და საერთო მტერი. ის უნდა იქნას დაძლეული. უყურეთ, რა ჩავიბარეთ თქვენგან. რა სიღარიბის ნიშნული.
ამაზე კონკრეტული პროექტებიც არის წარმოდგენილი. მე ჩვენს ოპონენტებს მივმართავ, თქვენ რომ მოემზადოთ: ქართული ოცნება იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მნიშვნელოვანს. პირველი, წვდომას ყველაზე მაღალი სტანდარტის განათლებაზე. მეორე, წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე უფასოდ. მესამე, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს სურსათის პრობლემას ყველა ღარიბ ოჯახში. შემდეგ იქნება თქვენგან იგივე სიტყვები ნათქვამი, რაც თქვით გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომ ყველაფერი კეთდება, მათ შორის ვალების ჩამოწერაც მხოლოდ არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ შეგიძლიათ მოამზადოთ წინადადებები, როგორ გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებას ამისთვის”,- განაცხადა ბახტაძემ.

























