მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 ივნისის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
02.06.25 20:00
58

3 ივნისის დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, სამომხმარებლო ფასების ინდექსს (2025 წლის მაისი).

13:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“; 2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“; 3.საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ N1 ცვლილების შეთანხმება“; 4. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ N1 ცვლილების შეთანხმება“; 5. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 6. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

14:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის განსახილველი საკითხი: 1. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე საერთაშორისო ანგარიშებისთვის მოსამზადებელი საკითხების და კომიტეტის სხვა საორგანიზაციო საკითხების განხილვა; მომხსენებელი: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი;

ერთობლივი სხდომის დღის წესი: 1. „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (07-2/48; 30.05.2025) და „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაციის თაობაზე (07-2/49; 30.05.2025); მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განსახილველი საკითხები: 1. სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი)“; 2. კონვენცია „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კონვენციის ძალაში შესვლის პროცედურების დასრულების უზრუნველყოფის მიზნით, მის მიმართ გასაკეთებელი დეკლარაციების პროექტი; 3. შეთანხმება „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროქტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმების“ N1 ცვლილების; 4. შეთანხმება „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“.

15:00 საათზე, პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საპარლამენტო მდივანი, გიორგი კაკაურიძე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს წარუდგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები