მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

3 ივნისს გაიმართება ღონისძიება “ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე” - ანა ზვიადაური ქალების ნარატივში

ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი და სტრატეგიული სამიზნეა, თუმცა იქ მოხვედრა ურთულეს ბიუროკრატიულ, ლოგისტიკურ და მარკეტინგულ ცოდნას მოითხოვს. სწორედ ამ ცოდნის გაზიარებას ისახავს მიზნად 3 ივნისს, ვაზისუბნის მამულში დაგეგმილი ღონისძიება , სახელწოდებით, „ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე“. ეს პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და „ამერიკული საბჭოების“ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ ანა ზვიადაური, ახალგაზრდა ტრანსატლანტიკური ინოვაციების ლიდერი, რომელმაც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა საკუთარი ბრენდის „ზიოდი დისტილერიის“ მეშვეობით შეძლო. 2021 წელს ფშავში დაწყებული ექსპერიმენტული წარმოება, რომელიც დღეს უკვე ახმეტაშია ბაზირებული, ადგილობრივ ხილსა და ფშავ-ხევსურულ მითოლოგიას ეფუძნება. ანამ აშშ-ში 5-კვირიანი ვიზიტისა და სიეტლში გავლილი სტაჟირების შემდეგ გადაწყვიტა, მიღებული ამერიკული გამოცდილება ქართველი მცირე და საშუალო მეღვინეებისთვის გაეზიარებინა. როგორ უნდა შევიდეს მცირე მარანი აშშ-ის ბაზარზე და რა ლოგისტიკური ბარიერები არსებობს დღეს?

სტუმარი: ანა ზვიადაური - ღონისძიება “ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე” ორგანიზატორი და „ზიოდი დისტილერის" დამფუძნებელი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები