მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“3-ჯერ გაიაფებულმა სასტუმროებმა როგორ უნდა იხადონ 40%-ით გაძვირებული კომუნალურები?” - OLD TOWN MTATSMINDA

604b93643557b
ანუკა ჯოხაძე
14.03.21 14:00
1288
სასტუმროებზე გაძვირებული კომუნალური გადასახადებიდან ყველაზე მძიმედ წყლის ტარიფი აისახა. სასტუმრო OLD TOWN MTATSMINDA-ს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე ამბობს, რომ სამრეცხაოებში მომსახურების საფასური გაორმაგდა, რაც პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორისთვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. ამ ყველაფერს დაემატა გაზრდილი ელეტროენერგიის გადასახადი და უკვე თებერვალში დაანგარიშებული გაძვირებული ბუნებრივი აირიც, რომელიც სეზონის გათვალისწინებით სასტუმროსთვის მნიშვნელოვანი ხარჯია.

“ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდასთან ერთად გაძვირდა წყალიც, რომელიც არ არის იმპორტირებული. ისედაც კაბალური ტარიფი იყო მანამდე, ბიზნესისთვის მაშინ 4 ლარი და 40 თეთრი ღირდა, როდესაც საყოფაცხოვრებო ტარიფი იყო 27 თეთრი. ახლა კი კერძო სექტორისთვის წყლის ტარიფი 6 ლარი 50 თეთრია. ეს სასტუმროს უძვირებს არაერთ სერვისს, თუნდაც თეთრეულის სამრეცხაოები, ყველაფერი 2-ჯერ არის გაძვირებული. ეს კი საბოლოოდ უფრო დიდ ხარჯებს მოიტანს სასტუმროებისთვის და არა მარტო.

სასტუმროები როგორც კი გაიხსნება, რაც არ უნდა ღირდეს წყალი, გაზი ან ელექტროენერგია, სასტუმროს მაინც 2-ჯერ დაბალ ფასში მოუწევს მუშაობა, იმიტომ რომ არ იქნება მოთხოვნა წელს. სასტუმროები აქტიურად გაიხსნა მაშინ როცა იყო ტურიზმის პიკი და წელიწადში 7-8 მილიონი ტურისტი ჩამოდიოდა. წელს იქნება დეფიციტი, შესაბამისად, ფასები უნდა დაიწიოს. წინასწარი მონაცემებით 3-ჯერ არის გაიაფებული სასტუმროები. 3-ჯერ გაიაფებულმა სასტუმროებმა კი როგორ უნდა იხადოს 30-40%-ით გაზრდილი კომუნალური გადასახადები, ეს სხვა საკითხია", - აცხადებს სასტუმრო OLD TOWN MTATSMINDA-ს დამფუძნებელი ირაკლი გვეტაძე.

ცნობისთვის, თბილისში კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზი გასული წლის მიწურულს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაძვირდა, გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ პურის საწარმოებია. კერძოდ, თუ აქამდე კომპანიები ერთ კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრს იხდიდნენ, გაზრილი ტარიფის გათვალისწინებით ტარიფი ლარი და 10 თეთრი გახდა.

2021 წლის თებერვლიდან საშუალოდ 11-13 თეთრით გაუძვირდა ბიზნესს ელექტროენეგიაც და ბოლოს არც წყალმომარაგება ყოფილა გამონაკლისი , ამ შემთხვევაში კერძო სექტორს 2,10 ლარით გაზრდილი ტარიფი ერგო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები