დღეს, 12:00 საათზე პარლამენტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას მოხსენებაა დაგეგმილი.
როგორც bm.ge-ის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ განუცხადა, მას ეკონომიკის მოქმედ მინისტრთან 3 ძირითადი კითხვა აქვს:
1. რა იყო „ქართული ოცნების“ პარტიის თავჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საპარტნიორო ფონდში სტუმრობის მიზანი და შედეგი?
2. საპარტნიორო ფონდში საგანელიძის მოადგილე იყავითდა ფონდის რეზულტატებზე ანუ ზარალზე არ გრძნობთ პასუხისმგებლობას?
3. თქვენ იყავით გიორგი ქობულიას პირველი მოადგილე და დღეს, როდესაც ქობულიას მწვავედ აკრიტიკებს და შეიძლება ითქვას, ლანძღავს მმართველი გუნდი, თქვენ რა პასუხისმგებლობას გრძნობთ როგორც მისი ყოფილი პირველი მოადგილე?
ცნობისთვის: ნათია თურნავა პარლამენტში უკვე მივიდა.
საკომიტეტო მოსმენა შემდეგ საკითხებზე იმართება: ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, 2019 წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები და "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულება.

























